ემინემი ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მამაკაცი სოლო შემსრულებლების სამეულში შევიდა – რეპერმა ფრენკ სინატრა და ელტონ ჯონი დაჩრდილა
მუსიკალური სტატისტიკის გავლენიანმა პლატფორმამ, ChartMasters-მა, ყველა დროის ყველაზე წარმატებული მუსიკოსების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. მონაცემების თანახმად, ლეგენდარული ამერიკელი რეპერი ემინემი ისტორიაში მესამე ყველაზე გაყიდვადი მამაკაცი სოლო არტისტი გახდა. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ ელვის პრესლისა და მაიკლ ჯექსონს ჩამორჩება.