LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელტონ ჯონი გამოსამშვიდობებელ ტურნეს მოულოდნელად აგრძელებს – ლეგენდარული მუსიკოსი მეხიკოში ორ ფინალურ კონცერტს გამართავს

140
download (8)

ელტონ ჯონმა უკანასკნელი ტურნეს – Farewell, Yellow Brick Road ოფიციალური დასრულებიდან სამი წლის შემდეგ, მოულოდნელი განცხადება გააკეთა. ცნობილი გახდა, რომ მომღერალი მექსიკის დედაქალაქში ორ განსაკუთრებულ შოუს ჩაატარებს.

კონცერტები მიმდინარე წლის 2 და 3 ოქტომბერს მეხიკოში, ,,აცტეკაზე” გაიმართება, სადაც ჯონი პირველად, 34 წლის წინ წარდგა. ამასთან, ამ ქალაქში ის 14 წლიანი პაუზის შემდეგ იმღერებს.

აღსანიშნავია, რომ თავის დროზე, COVID-19-ის პანდემიის გამო შემსრულებელს ტურნეს ფარგლებში ლათინურ ამერიკაში დაგეგმილი რამდენიმე კონცერტის გაუქმება მოუხდა, მომავალი პერფორმანსები კი სწორედ მექსიკელ გულშემატკივრებთან გამოსამშვიდობებლად დაიგეგმა.

მეხიკოს ჩემ გულში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ძალიან დამწყდა გული, როდესაც პანდემიამ ხელი შემიშალა ლათინურ ამერიკაში გამოსამშვიდობებელი ტურნეს ფარგლებში ჩავსულიყავი. სწორედ ამიტომ, ეს დაბრუნება ჩემთვის უმნიშვნელოვანესია“, – დასძინა საკულტო არტისტმა.

ცნობისთვის, ელტონ ჯონის Farewell, Yellow Brick Road მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ტურნეა, რომელმაც 939 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და 6 მილიონზე მეტი ბილეთი გაყიდა. ტურნე, რომელიც 2018 წლის 8 სექტემბერს დაიწყო, 5 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და ჯამში 330 შოუ მოიცვა, ოფიციალურად 2023 წლის 8 ივლისს დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები