LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Elton John Impact Awards – ახალი, უნიკალური ციფრული დაჯილდოება პოდკასტის ფორმატში

117
photo-collage.png

1-ელ ივნისს, პოდკასტის ფორმატში ახალი, უნიკალური ციფრული დაჯილდოების – Elton John Impact Awards პრემიერა შედგება. პროექტი iHeartMedia-სა და P&G-ის პარტნიორობით შეიქმნა და მიზნად ისახავს იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების დაფასებას, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს LGBTQ+ თემის მხარდაჭერასა და კულტურის ჩამოყალიბებაში.

პოდკასტ-სერიალს ბილი პორტერი და ელვის დურანი გაუძღვებიან. პირველ სერიაში მოვისმენთ გულწრფელ საუბრებს თავად ელტონ ჯონთან და მის მეუღლესთან, დევიდ ფერნიშთან.

ჯილდოს პირველ ლაურეატებად დასახელდნენ: ჯონათან ბეილი, ლავერნ კოქსი, მელისა ეთერიჯი, ბილი ჯინ კინგი, ორვილ პეკი და ჩაპელ როანი.

თითოეულს გადაეცემა ოქროთი დაფარული თასი, რომელიც ელტონ ჯონის ცნობილი, ბრჭყვიალა სათვალეების ფორმისაა.

პოდკასტის მუსიკალურ ნაწილში მონაწილეობას დავ კამერონი მიიღებს, რომელიც ელტონ ჯონის საკულტო ჰიტის, Your Song შეასრულებს.

პროექტს საქველმოქმედო ხასიათიც ექნება და ის ფინანსურ მხარდაჭერასა და ცნობადობას უზრუნველყოფს ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, როგორიცაა GLAAD, The Trevor Project, SAGE და სხვა.

პოდკასტი ხელმისაწვდომი იქნება iHeartRadio-ს აპლიკაციაში და სხვა პოპულარულ პლატფორმებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები