ჯგუფ „როლინგ სთოუნზის“ ნიუ-იორკში გამართული კონცერტი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ვარსკვლავური და ხმაურიანი გამოდგა. ჯერ მხოლოდ იმის გამო, რომ ლეგენდარული ბენდის მოსასმენად, მსოფლიო მოდისა და კინოს ვარსკვლავებმა მოიყარეს თავი. პაპარაცებმა ერთმანეთის მიყოლებით გადაიღეს კრისტინ ბირკლი, კრისტი ტარლინგტონი, დენიელ კრეიგი, რეიჩელ ვაისი და სხვები.
ახალი კონცერტი ლეგენდარულმა ბენდმა ახალი ალბომის, Hackney Diamonds-ის მხარდასაჭერად გამართა. ყველას გასაკვირად, 80 წლის მიკ ჯაგერი, 79 წლის რონი ვუდი და 79 წლის კიტ რიჩარდსი, 90 წუთი იდგენენ სცენაზე და ნამდვილი სანახაობა მოაწყვეს.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი გამოდგა სცენაზე ლედი გაგას გამოჩენა. 37 წლის „გრემის“ მფლობელმა მუსიკოსმა როკ-ენ-როლის მეფეებთან ერთად, „სცენა დაანგრია“.
მუსიკოსებმა ახალი ჰიტი Sweet Sounds of Heaven სცენაზე ერთად, პირველად შეასრულეს.