75 მომხრე, ორი წინააღმდეგი – პარლამენტმა არჩევნების შედეგების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის ვადის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.
“ვითვალისწინებთ რა რომ ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი შეუერთდა საპარლამენტო საქმიანობას, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია კომისიის საქმიანობის მანდატის გახანგრძლივება და მასში ოპოზიციასთან ერთად საქმიანობის განხორციელება… მოვუწოდებთ ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს, რომ ამ პროცესში მონაწილება მიიღო”, – თქვა საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, “ქართული ოცნების” წევრმა, გივი მიქანაძემ.
დღევანდელ სხდომაზე ოპოზიცია ითხოვდა, რომ კომისიისთვის ვადის გაგრძელება საჭირო აღარ იყო.
ოპონენტების დამოკიდებულება გაუგებარი აღმოჩნდა საპარლამენტო უმრავლესობისთვის.
„რაც მესმის ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, ცოტა მიკვირს. საზოგადოება ექვსი თვის განმავლობაში ოპოზიციისგან ისმენდა, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ახლა საერთოდ ვერ ვხვდები, რაზეა საუბარი. შთაბეჭდილება მაქვს, ეს თემა დაახლოებით გადის იქ, რომ უნდა გამოცხადდეს ამნისტია იმ ექვსთვიან კამპანიაზე, რომელიც იყო ე.წ. ტოტალურ გაყალბებაზე დაფუძნებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.