მაიკლ დუგლასი და ქეთრინ ზეტა-ჯონსი გუშინ გამართული SAG Awards-ის ცერემონიალის საპატიო სტუმრები იყვნენ. 75 წლის მაიკლ დუგლასი წელს სერიალ „კამინსკის მეთოდიდან“ მამაკაცის როლის შესრულებისთვის იყო წარდგენილი. მსახიობი პიჯაკსა და შარვალსი გამოწყობილი პოზირებდა წითელ ხალიჩაზე. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მას გვერდს მშვენიერი ქეთრინ ზეტა-ჯონსი უმშვენებდა.
75 წლის მაიკლი და 50 წლის ქეთრინი მედიასთან ხელჩაკიდებულები გამოვიდნენ. ქეთრინი ბრწყინავდა ვერცხლსიფერ საღამოს კაბაში, რომელიც ულამაზესი თვლებით იყო გაფორმებული.