LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეტრინ ზეტა-ჯონსი პრემიერზე „კაროლინა ჰერერას“ 7700 დოლარიანი კაბით, მაიკლ დუგლასთან ხელჩაკიდებული გამოჩნდა

2188
კეტრინ-ზეტა-ჯონსი

„ადამიანი ჭიანჭველა: კვანტუმანია“, ასე ჰქვია რეჟისორ პეიტონ რიდის ახალ ფილმს, რომლის პრემიერაც ლოს-ანჯელესში გაიმართა. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი ვაჟთან ერთად. 78 წლის დუგლასი და 53 წლის ზეტა-ჯონსი წითელ ხალიჩაზე ხელჩაკიდებულები გამოვიდნენ, კეტრინი ბრწყინავდა „კაროლინა ჰერერას“ საღამოს კაბაში, რომლის ღირებულება 7700 დოლარია.

ფილმი გვიყვება წარსულში მძარცველის, სკოტ ლენგის ამბავს, რომელიც მოულოდნელად სასწაულმოქმედ კოსტიუმს იპოვის. ამ სამოსს აქვს უნარი, დააპატარაოს ან გაზარდოს ადამიანი. ახლა მთავარი გმირი მზადაა, კოსტიუმის შემქმნელი მეცნიერების დახმარებით, სამყარო ბოროტი ძალებისგან იხსნას.

ფილმში მთავარ როლებს მიშელ პფაიფერი, პოლ რადი, კეტრინ ნიუტონი და ბილ მიურეი ასრულებენ.

„კეტრინმა გააახალგაზრდავა“ – შეცვლილი მაიკლ დუგლასისა და კეტრინ-ზეტა ჯონსის ოჯახური ფოტოები „ინსტაგრამიდან“

53 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსი „ელი სააბის“ „შიშველ კაბაში“ ახალი სერიალის პრემიერაზე

„მაიკლმა რომ დამინახა, კინაღამ გულის შეტევა დაემართა“ – კეტრინ ზეტა-ჯონსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები