LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაიკლმა რომ დამინახა, კინაღამ გულის შეტევა დაემართა“ – კეტრინ ზეტა-ჯონსი

333
Untitledfgh

ბოლო კვირების განმავლობაში კეტრინ ზეტა-ჯონი არაერთ შოუში იყო მიწვეული, სადაც ტიმ ბარტონის ახალ სერიალზე, „ვენსდეიზე“ ისაუბრა. ამჯერად 53 წლის კეტრინი კელი კლარკსონის შოუში იყო მიწვეული, სადაც თეთრ პერანგსა და ნაცრისფერ შარვალში გაიბრწყინა. ცხადია, ინტერვიუს პირად ცხოვრებაზე საუბრის გარეშე არ ჩაუვლია. მსახიობმა მეუღლესთან, მაიკლ დუგლასთან ქორწინებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ ურთიერთობაში სიურპრიზებს დიდი ადგილი უკავია.

ის ჰყვება, რომ როდესაც მაიკლი მადლიერების დღეზე საფრანგეთში, Apple-ის პროექტზე სამუშაოდ გაემგზავრა, კეტრინმა მეუღლისთვის სიურპრიზის მოწყობა გადაწყვიტა და პარიზში შვილებთან ერთად ჩააკითხა.

„მას ძალიან გაუკვირდა ჩვენი ნახვა, მაიკლმა რომ დამინახა, კინაღამ გულის შეტევა დაემართა“, – იხსენებს კეტრინი.

ცნობისთვის, წყვილს 22 წლიანი ქორწინება აკავშირებთ. მათ 19 წლის ქალიშვილი და 22 წლის ვაჟი ჰყავთ.

„დილა მშვიდობის ამერიკა“ – 53 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსის ელეგანტური გამოჩენა ნიუ-იორკის ქუჩებში

53 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსი „ელი სააბის“ „შიშველ კაბაში“ ახალი სერიალის პრემიერაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები