LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დილა მშვიდობის ამერიკა“ – 53 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსის ელეგანტური გამოჩენა ნიუ-იორკის ქუჩებში

191
Untitledjhjh

კეტრინ ზეტა-ჯონის შოუში, „დილა მშვიდობის ამერიკა“ იმყოფებოდა, სადაც მაიკლ დუგლასთან მრავალწლიან ქორწინებაზე ისაუბრა. მოგვიანებით მსახიობმა ვიდეო „ინსტაგრამზე“ გაავრცელა. გადაცემის დასრულების შემდეგ კი 53 წლის ლამაზმანი ნიუ-იორკის ქუჩებში გადაიღეს. ის როგორც ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურებოდა.

კეტრინს დახვეწილი ლურჯი კაბა ამშვენებდა, რომელზეც ნაცრისფერი მანტო ჰქონდა მოცმული, მის „ლუქს“ კი მაღალქუსლიანი კლასიკური შავი ფეხსაცმელი ასრულებდა.

ცნობისთვის, გასულ თვეს ტიმ ბარტონის ახალი მინი-სერიალის, „ვენსდეის“ პრემიერა შედგა, სადაც კეტრინი მორტიშა ადამსის როლს ასრულებს. სერიალმა გამოსვლისთანავე დაიპყრო მაყურებლის გულები. „ნეტფლიქსის“ ახალი შოუ ნახვების კუთხით ლიდერია.

53 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსი „ელი სააბის“ „შიშველ კაბაში“ ახალი სერიალის პრემიერაზე

53 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსი წითელ ხალიჩაზე ბრწყინავს – ფოტოები „ადამსების ოჯახის“ პრემიერიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები