ამერიკული კინოს ცოცხალი ლეგენდა, სალი ფილდი პაპარაცებმა ლოს-ანჯელესში მაშინ გადაიღეს, როცა ის ქუჩაში საკუთარ ძაღლს ასეირნებდა. 77 წლის მსახიობი თეთრ ბრიჯებში, ცისფერ პერანგსა და კედებში იყო გამოწყობილი. ის საოცრად შეცვლილია ფიზიკურად და მისი ცნობა, ერთი შეხედვით, ფოტოგრაფებსაც გაუძნელდათ.
„ოსკარის“ ორგზის მფლობელი სალი ფილდი ბოლოს სოციალურ ქსელებში გასულ თვეს გამოჩნდა, სადაც ღია მხარდაჭერა გამოუცხადა კამალა ჰარისს. სალის ყველაზე ცნობილი ფილმებია „ნორმა რეი“, რომელმაც ფილდს პირველი „ოსკარი მოუტანა, ასევე „ფორესტ გამპი“, „მისის დაუტფაიერი“ და „ფოლადის მაგნოლიები“.