LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

78 წლის ჰარისონ ფორდი ჩოგბურთზე დადის და ახალი როლებისთვის ემზადება

307
harisonford2021

78 წლის ჰარისონ ფორდი ჩოგბურთის მატჩის შემდეგ ლოს-ანჯელესში გამოჩნდა. „ვარსკვლავური ომების“ მსახიობი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა სპორტულ სამოსში. ის ჩოგბურთის დიდი მოყვარულია და ხშირად იღებს მონაწილეობას სამოყვარულო ტურნირებში. ამჯერად ფორდი შორტებსა და დუტის ქურთუკში იყო გამოწყობილი, ხელში კი ჩოგანი ეჭირა. ის საკუთარი მანქანისკენ მიემართებოდა.

ჰარისონ ფორდი ამ წელს ორი ახალი პროექტისთვის ემზადება. ესაა „ინდიანა ჯონსის“ ახალი ფილმი, რომელსაც ჯეიმს მენგოლდი გადაიღებს. ასევე ჰარისონ ფორდი მონაწილეობას იღებს ახალ ტელესერიალში სახელწოდებით „კიბე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g