LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

80 წლის ჰარისონ ფორდი მეუღლესთან ერთად „ინდიანა ჯონსის“ პრემიერაზე გამოჩნდა

248
ინდიანა-ჯონსი

80 წლის ჰარისონ ფორდი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო „ინდიანა ჯონსის“ ახალ პროექტში, ამჯერად კანის კინოფესტივალს დაესწრო. მსახიობი წითელ ხალიჩაზე მეუღლესთან, 58 წლის კალისტა ფლოკჰართან ერთად გამოჩნდა. პრემიერაზეე, რომელიც ჯონ ვილიამსის მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა, ასევე იმყოფებდნენ  რეჟისორი ჯეიმს მენგოლდი და მსახიობები მადს მიკელსონი და ფიბი უოლერ ბრიჯი.

ფილმის მეხუთე ნაწილი „ინდიანა ჯონსი და ბედის ბორბალი “ეკრანებზე მალე გამოვა. პირველად მოხდა, რომ ფილმის რეჟისორი არ იყო სტივენ სპილბერგი, თუმცა ხანგრძლივი მოლაპარაკებები შემდეგ, ჰარისონ ფორდი ფილმში მთავარ როლზე დაამტკიცეს.

80 წლის ჰარისონ ფორდი ჟურნალ Empire-ის გარეკანზე – „ინდიანა ჯონსის“ მსოფლიო პრემიერამდე

80 წლის ჰარისონ ფორდი და 77 წლის ჰელენ მირენი ახალი სერიალის პირველ თიზერში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები