მსახიობი მაიკლ დუგლასი ახალ ვიდეოში სრულად განსხვავებული იმიჯით გამოჩნდა. 78 წლის დუგლასმა ვიდეო თავად გაავრცელა სოციალურ ქსელში და გააოცა გამომწერები. მას თმა აქვს გაზრდილი და წითლად შეღებილი. ვიდეო პარიზში სასტუმროს ნომრიდან არის გადაღებული, საიდანაც კარგად ჩანს ეიფელის კოშკი.
მაიკლ დუგლასის გულშემატკივრები ვარაუდობენ, რომ ეს არის იმიჯი ახალი როლისთვის. მომდევნო წელს დუგლასის მონაწილეობით სამი ახალი კინოსურათი გამოდის.
77 წლის მაიკლ დუგლასი და 52 წლის ქეთრინ ზეტა-ჯონსი კანში მეგობრებთან ერთად ისვენებენ
ბედნიერი მამა და მეუღლე – მაიკლ დუგლასი ეგზოტიკური მოგზაურობის ფოტოს ავრცელებს