ესთეტიკური მედიცინის ცენტრი ”ლოტუსი” მომხმარებელს სხვადასხვა აქციებს სთავაზობს. როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ანი იმედაშვილმა ”ფორტუნა პლუსს” განუცხადა, 8,9 და 10 აპრილს ცენტში ღია კარის დღე გაიმართება, სადაც პროფესიონალები უფასო კონსულტაციას გამართავენ. მომხმარებელს კონსულტაციას გაუწევს ექიმი მასაჟისტი და დაეხმარება ინდივიდუალური გასახდომი პროგრამის შედგენაში , რომლის ღირებულებაც 129 ლარი იქნება.
”აქციის ფარგლებში, ჩვენთან ასევე შესაძლებელია მოშვებული ღაბაბის კორექცია, უმტკივნეულოდ, ოპერაციის გარეშე, 69 ლარად. შედეგი პირველივე პროცედურის შემდეგ იგრძნობა , თუმცა მაქსიმალური შედეგის მისაღწევად 4 პროცედურის ჩატარებაა სასურველი. აქცია 1 კვირის განვავლობაში გაგრძელდება”, – აღნიშნა იმედაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ”ლოტუსში” ფასდაკლებაა მანიკურ-პედიკურის პროცედურაზეც. მიმდინარეობს აქცია მანიკური+პედიკური=35 ლარი და ბონუსად ხელის მასაჟი. ასევე ფრჩხილის დაგრძელება გელის საშუალებით 80 ლარი ეღირება 120 ლარის ნაცვლად.
აქციის მიმდინარეობისას ”ლოტუსში” ტუჩის მოცულობის გაზრდა 195 ლარად, მეზოთერაპიის პროცედურა კი 69 ლარად იქნება შესაძლებელი.
ესთეტიკური მედიცინის ცენტრი ფასდაკლებას სთავაზობს მომხმარებლებს კრიოლიპოლიზზეც და მისი ღირებულება 150 ლარის ნაცვლად 75 ლარი იქნება. ”კრიოლიპოლიზი – ეს ლიპოსაქციის არაინვაზიური ალტერნატივაა. მისი საშუალებით ხდება ცხიმის მოცილება ლოკალური უბნებიდან ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე, ჩვენი დაანონსებული აქციით სარგებლობა კრიოლიპოლიზზე მომხმარებელს კოსტავას ფილიალში შეუძლია”, – განაცხადა იმედაშვილმა.
ესთეტიკური მედიცინის ცენტრი ”ლოტუსი” მომხმარებელს ხშირად სთავაზობს სხვადასხვა აქციებსა და ფასდაკლებებს.