LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 ახალი შემთხვევიდან 5 შემოტანილია – მარინა ეზუგბაია

143
8d98560f-f6f4-46a5-9567-842d4e7908a5-640

“გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი 80.5%-ია”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ინფიცირების ყველა ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია: 1 სამედიცინო პერსონალია, 5 შემოტანილი შემთხვევაა, 1 გაჩიანის წყაროა და 1-ს კი დადასტურებულ შემთხვევასთან ჰქონდა კონტაქტი.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულებს, ეზუგბაიას განმარტებით, კლინიკა კიდევ ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.

“დღევანდელი მონაცემებით კოვიდ ცენტრებში 249 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს. ჩვენი ცენტრის მონაცემებს რაც შეეხება, ჩვენთან გუშინ სულ იყო 42 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი, დაგვემატა 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა და ახლა ჩვენთან მკურნალობს 41 პაციენტი”, – ანაცხადებს ეზუგბაია.

შეგახსენებთ, 24 საათში საქართველოში ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 5 პაციენტი.

magti 5g