საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში “ქართული ლეგიონის“ პოზიციებზე თავდასხმის შედეგად დაშავებული ქართველებიდან ჰოსპიტალიზებული მხოლოდ ერთია.
”საკონსულო კავშირზეა მათთან და მათი საჭიროების შესაბამისად გაუწევს დახმარებას. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მხოლოდ ერთია ჰოსპიტალიზირებული და უტარდება სათანადო მკურნალობა,” – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მათივე ცნობით, 8 დაჭრილიდან ქართველი მხოლოდ ექვსია.
საქართველოს საელჩოს ყოფილი პრესატაშეს, ბაჩო ქორჩილავას, ინფორმაციით, უკრაინაში „ბოევიკებმა“ სვეტლოდარის რკალზე „ქართული ლეგიონის“ პოზიციებზე მძლავრი შეტევა მიიტანეს და 8 მებრძოლი დაიჭრა.
აღნიშნული ინფორმაცია ”ფეისბუქის“ პირად გვერდზე ასევე დაადასტურა „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა.