22 ივლისს, ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე, პრინცი ჯორჯი 4 წლის გახდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, კენსინგტონის სასახლემ მისი ახალი ოფიციალური პორტრეტი გამოაქვეყნა.
გთავაზობთ 8 საინტერესო ფაქტს უმცროს პრინცზე, რომელიც აქამდე არ იცოდით:
პრინცს ძალიან უყვარს ავიატექნიკა. მამამისი დარწმუნებულია, რომ როგორც კი ამისი საშუალება მიეცემა, ის ყველა ტიპის ვერტმფრენისა და თვითმფრინავის მართვას ისწავლის.
მას ყოველთვის შორტი აცვია, რადგან ეს არისტოკრატული ტრადიციაა. ინგლისში მიიჩნევენ, რომ შარვალი მხოლოდ ზრდასრულ მამაკაცებს ან საშუალო ფენის წარმომადგენლებს აცვიათ.
2016 წლის სექტემბერში, კანადაში ოფიციალური ვიზიტის დროს, ჯასტინ ტრიუდომ გადაწყვიტა, მას პირადად მისალმებოდა, ცალ მუხლზე დადგა და ხელი გაუწოდა, თუმცა ჯორჯმა საპასუხოდ მხოლოდ შეხედა.
პიპა მიდლტონის ქორწილში, დის მსგავსად, მან პატარძლის ფატაზე დაბიჯება მოინდომა, თუმცა ეს ჩანაფიქრი სისრულეში ვერ მოიყვანა, რადგან ახლოს კეიტ მიდლტონი იდგა.
ასაკის მიუხედავად, ჯორჯმა სათავე დაუდო მისეულ სტილსაც: ყველაფერი, რაც მას აცვია ან აქსესუარები, რომლებიც უკეთია, მომენტალურად ჰიტდება. მაგალითად, Crocs-ის ვარდისფერ ფეხსაცმელში გამოჩენის შემდეგ, მისმა გაყიდვებმა 1500%-ით მოიმატა.
აქამდე ჯორჯი ნორფოლკის სახელმწიფო ბაღში დადიოდა, სადაც მონტესორის სისტემით სწავლობდა. ერთი დღე ბაღში 33 ფუნტი სტერლინგი ღირს. სექტემბრიდან ჯორჯი ლონდონის Thomas’s Battersea-ს სკოლაში ივლის, სადაც ერთი სემესტრი 8 000 დოლარი ღირს. ამავე შემოდგომაზე მასთან ერთად იქნება 6 ენაზე მოსაუბრე გუვერნანტი ქალი, რომელიც მას ეტიკეტის ნიუანსებს ასწავლის. მისი წლიური შემოსავალი 317 ათასი დოლარი იქნება.
ჯორჯი – ბრიტანეთის ტახტის რიგით მესამე მემკვიდრეა. ქვეყნის ისტორიაში ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც მოქმედი მონარქის შვილთაშვილი ტახტის პირდაპირი მემკვიდრეა.
2 წლის იუბილესთვის, ჯეიმი ოლივერმა პრინცს მისი სახელობის ორცხობილა Royal Georgie დაუმზადა. ტკბილეული ატმის ჯემისგან იყო გამომცხვარი.