ქართული სიმღერის მოყვარულებს კიდევ ერთი სასიამოვნო და დაუვიწყარი საღამო ელით. 8 მარტს „შუაგულში“ ყველასათვის საყვარელი ოჯახური დუეტის, ანუკი ცქვიტინიძის და გელა დონაძის კონცერტი გაიმართება. კარები 19:30-ზე გაიღება, ხოლო კონცერტის დასაწყისი 20:00 საათი გახლავთ.
ბილეთების ღირებულება 50 ლარიდან იწყება და მათი შეძენა შეგიძლიათ ვებგვერდზე tkt.ge.