ლაშა ღლონტი და მისი მეუღლე, თეა ახალაძე ჟურნალ „სარკესთან“ თავიანთი სიყვარულის შესახებ საუბრობენ, რომელმაც, მათი თქმით, ყველაფერს გაუძლო:
„ოჯახური ურთიერთობა ეტაპებისგან შედგება. ის სიყვარული, რა თქმა უნდა, არ განელებულა. მე და თეამ ერთად ბევრი პრობლემა, გაჭირვება გამოვიარეთ, საქართველოში ყველას უჭირდა და ჩვენც არ ვიყავით გამონაკლისი, მაგრამ ჩვენმა სიყვარულმა ყველანაირ გამოცდას გაუძლო, უფრო მეტად გამოგვაწრთო“, აღნიშნავს ლაშა.
„დათო არჩვაძის სიმღერის „მონატრებიხარ ფიქრებს“ შემდეგ, ჭორები გავრცელდა, რომ ერთმანეთს დავშორდით. მერე ეს სიმღერა მე მომიძღვნა და შევრიგდით. პირველი ცოლიც „უპოვეს“. ასეთ რაღაცებზე მეცინება… ამდენი წლის ცოლ-ქმარი ვართ და ერთმანეთთან არანაირი პრობლემა არ გვქონია.
ორივე ფუფუნებაში გავიზარდეთ, მაგრამ თუ ადამიანი გიყვარს, გაჭირვებაში არ მიატოვებ და გვერდით დაუდგები. კარგ ცხოვრებაში ყველა ძალიან მაგარია და არავინ არსად გარბის…“, დასძენს თეა ახალაძე.
