ქალთა საერთაშორისო დღისთვის „ინსტაგრამში“ უნიკლური სერვისი გამოჩნდა, რომელიც გოგონებს სთავაზობს საშუალებას, იქირაონ ყვავილების თაიგულები…სელფის გადასაღებად!
სიახლის ავტორების განცხადებით, რომლებსაც რუსი გამომგონებლები წარმოადგენენ, გოგონებისთვის მნიშვნელოვანია, გარშემომყოფებში შექმნან ისეთი წარმოდგენა, თითქოს საყვარელმა ადამიანმა ამ დღეს ის საჩუქრებით გაანებივრა.
ამ პრობლემის გადაწყვეტა კი დამოუკიდებლად იქნება შესაძლებელი: დამკვეთს ადგილზე მიუტანენ თაიგულს, რომელიც მის განკარგულებაში სპეციალურად ფოტოსესიისთვის მთელი 10 წუთის განმავლობაში იქნება. ამას გარდა, თაიგულთან ერთად, ფოტოსთვის ასევე შესაძლებელი იქნება მამაკაცის არჩევა და მისი კადრში გამოჩენაც. ჩაცმის სტილის განსაზღვრა დამკვეთის უპირატესობაა.
ინტერნეტმომხმარებლები აღნიშნულ სიახლეზე არაერთგვაროვან დამოკიდებულებას გამოხატავენ: ერთი ნაწილი ამ წამოწყებით ერთობა, მეორე კი თვლის, რომ პრობლემა მასშტაბურია და ის იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
ამ მომენტისთვის აღნიშნული ექაუნთი დაახლოებით 1300 გოგონას აქვს გამოწერილი.

