LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 მითი მასაჟის შესახებ

1799

მასაჟი სულ უფრო პოპულარული ხდება, სხვადასხვა სახის მასაჟს ბევრი ჩვენგანი მიმართავს პერიოდულად, თუმცა აუცილებელია, ვიცოდეთ, რისთვის არის მარგებელი მასაჟი, რამდენად სწორად ვიცით მისი დანიშნულება. გთავაზობთ 8 მითს მასაჟის შესახებ, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება.
1. სერიოზული დაავადება მასაჟით ვერ იკურნება.
ეს ასე არ არის. სამკურნალო მასაჟი ოპერაციებისა და ტრავმების შემდეგ შეუცვლელია, ამასთან, ეფექტურია სახსრების დაავადებებისა და კუნთების დაჭიმულობის დროს. მასაჟი გამოიყენება თავის ტკივილის მოსახსნელადაც. ბრონქიტის დროს კი ეხმარება სასუნთქ გზებს გაიწმინდოს ნახველისგან და გააქროს სპაზმური ხველა.

2. ჯანმრთელ ადამიანს მასაჟი არ სჭირდება.
გამაჯანსაღებელი, იგივე ჰიგიენური მასაჟი მარგებელია ყველასთვის. მიმართულია სხეულის მოვლისთვის, დაღლილობისა და ემოციური დაძაბულობის მოსახსნელად. მასაჟი შეიძლება ჩატარდეს მთელ სხეულზე, ან ლოკალურად. აუმჯობესებს სისხლის მოძრაობას, ამაღლებს სისხლძარღვების ტონუსს. გამაჯანსაღებელი მასაჟის კურსი 8-დან 15 სეანსამდეა.

3. მასაჟი უნდა ჩატარდეს მხოლოდ მტკივნეულ ადგილებზე.

ხშირად პაციენტს ტკივა ფეხები, პრობლემა კი წელის მიდამოდან მოდის. ტკივილი, შესაძლებელია სხვა ადგილას ვიგრძნოთ. მასაჟისტი თავად მიხვდება, რა არის თქვენი ტკივილის გამომწვევი მიზეზი და გადაწყვეტს, რომელ ადგილას არის მასაჟის ჩატარება საჭირო.
4. საუკეთესო რელაქსაციაა მასაჟი პლაჟზე, ანდა საუნაში

ამ შემთხვევაში, დიდია შანსი, არაპროფესიონალის ხელში მოხვდეთ, რომელიც დახმარების ნაცვლად, დაგაზიანებთ. ეცადეთ, არ მიაყენებინოთ სხეულზე ტრავმები. უმჯობესია, პროფესიონალს მიმართოთ.

 

5. რაც უფრო მეტ ხანს გრძელდება სეანსი, უკეთესია.

არასწორი ფორმულირებაა. სეანსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმ ადამიანზე, ვისაც მასაჟს უკეთებენ – რაც უფრო მეტია მისი წონა (სხეულის მოცულობა), მით მეტი დრო სჭირდება პროცედურას.

maxresdefault

 

6. მასაჟის საშუალებით წონაში დავიკლებთ.
თუ ყველაფერი ასე მარტივად არის, რატომ არ არის დედამიწაზე იდეალური პროპორციებით მილიარდობით ქალი? თეძოებიდან 10 სმ-იანი ცელულიტის ფენის მოხსნა, ასევე 10-15 კგ-თი დაკლება მასაჟის შედეგად შეუძლებელია.

მასაჟის პროცედურის დროს ძლიერდება სისხლის მიმოქცება, კუნთების ჟანგბადით კვება, უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა. შედეგად, შესაძლოა, თქვენს წონას მაქსიმუმ 2 კგ მოაკლდეს. თუ არ შეუთავსებთ კვების სპეციალურ სისტემას, მხოლოდ მასაჟით გახდომა – არარეალურია.

თუმცა, სხვა გზებით წონაში მკვეთრი კლების შემდეგ ან პარალელურად მასაჟით სხეულის გამკვრივება სრულებით შესაძლებელია.
7. თავიდანვე ვერ მიხვდები, მასაჟისტი არის თუ არა კარგი.

პროფესიონალის თვისებების შენიშვნა ჯერ კიდევ მკურნალობის დაწყებამდეა შესაძლებელი. მოწესრიგებული გარეგნობის, მოვლილი ხელების, ბეჭდისა და სამაჯურის გარდა კარგმასაჟისტს სპეციალური სამასაჟე მაგიდაც უნდა ჰქონდეს.

კარგი მასაჟისტი პროცედურის დროს არასოდეს გაშიშვლებთ მთლიანად. თუ ამასაჟებს ზურგს, ფეხები დაფარული უნდა გქონდეთ და პირიქით, თუ ფეხებზე გიკეთებთ მასაჟს, ზურგზე პირსახოცს დაგაფენთ, რათა შენარჩუნდეს ტემპერატურა.

პროფესიონალიზმზე მისი მოძრაობებიც მეტყველებს.

tirol-massage-arlberg-st-anton-21

 

8. მასაჟი მტკივნეული უნდა იყოს

ჩვენი კუნთები ტკივილზე შეკუმშვით რეაგირებს, თითქოს გასაქცევად ანდა თავდასხმისთვის ემზადება, თქვენ კი სამასაჟე მაგიდაზე წევხართ, ასე რომ კუნთების მზადება უადგილოა.

მტკივნეული იმპულსების პარალელურად ორგანიზმში მიმდინარეობს ტოქსიკური შლაკების დარტყმა, რის შედეგადაც გამოჯანმრთელების ნაცვლად ვიღებთ ინტოქსიკაციას. სხეული და თავი გვტკივა, გვაქვს გულისრევის შეგრძნება.
ნამდვილი მასაჟის დროს კი კუნთები ისვენებს, გონება მშვიდდება. მასაჟი უნდა იყოს „ღრმა“, და არა მტკივნეული. კარგი სპეციალისტის მიერ ჩატარებული მასაჟისას იგრძნობთ სიღრმისეულ მოძრაობებს, და არა ტკივილს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g