ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლუგარის ლაბორატორიიდან 8 პაციენტის ანალიზის პასუხები მოვიდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდათ.
მისი ინფორმაციით, ამ დრომდე კლინიკაში 27 პაციენტი რჩება.
რესპუბლიკურ საავადმყოფოს პაციენტებისგან ცლიან: შენობა საკარანტინო ზონად მოეწყობა
"დღეს მთლიანად დაიცლება პაციენტებისგან კლინიკა და ხვალიდან ან ზეგიდან დავიწყებთ მიღებას"
“ამ დროისთვის ჩვენთან არის 27 პაციენტი. ახლა ზუსტად ნახევარი საათის წინ მოვიდა 8 პაციენტის პასუხი კორონავირუსის ტესტირებაზე და 8-ვე პასუხი უარყოფითია და ეს 8 პაციენტი გადავა საკარანტინო სივრცეში. ახლა დამთავრდა, 13 პაციენტზე კიდევ აიღეს ტესტები და პასუხების შედეგები იქნება ან ძალიან გვიან, ან დილით. 27 პაციენტი გვყავს, 8-ის პასუხი მივიღეთ, ეს 8 გადავა საკარანტინო სივრცეში, დარჩება -19. 19-დან აღებულია 13-ზე. პარალელურად კიდევ პაციენტები შემოდიან”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.