LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 თვეში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 15,164 შენობა და 13,850 მიწის ნაკვეთი შეიძინეს – IDFI

160
რუსები

უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის კვლევის მიხედვით, 2022 წლის იანვრიდან-ნოემბრამდე რუსეთის მოქალაქეების წილი, თბილისში სახლის/ბინის ნასყიდობის ტრანზაქციებში 0,9%-დან 5%-მდე გაიზარდა, ხოლო ბათუმში 5%-დან 17,6%-მდე. ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.

IDFI-ს ცნობით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გასაჯაროებული მონაცემების მიხედვით, 2022 წელს (9 სექტემბრამდე) რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 15,164 შენობა/ნაგებობა (მათ შორის, 13,262 ბინა) და 13,850 მიწის ნაკვეთი შეიძინეს.

„2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს კომერციულ ბანკებში ანგარიში გახსნილი ჰქონდა რუსეთის 161,032 მოქალაქეს (ფიზიკურ პირს) და 55 იურიდიულ პირს. 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები შეადგენს 2,87 მილიარდ ლარს, რაც 2,16 მილიარდი ლარით აღემატება ომის დაწყებამდე არსებულ (2022 იანვრის) მაჩვენებელს“, – აღნიშნულია IDFI-ს ინფორმაციაში.

 

9-10 თვეში საქართველოში დასაქმებული უცხოელების 64% რუსეთის მოქალაქეები არიან

6 თვეში საქართველოში ინდმეწარმედ რუსეთის 9000-მდე მოქალაქე დარეგისტრირდა – საჯარო რეესტრი

2022 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 6062 ბინა იყიდეს – როგორია მონაცემები წელს

3 თვეში საქართველოში რუსეთიდან 298 285 მოქალაქე შემოვიდა – რამდენმა დატოვა ქვეყანა

2023 წლის პირველ 3 თვეში საქართველოში 5 ათასზე მეტი რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა

magti 5g