LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 წელია ნადგურდება, … „ლაგუნა ვერეს“ დავუბრუნებთ ადამიანებს – ანა ბიბილაშვილი

94
ანა ბიბილაშვილი

„ლელოს” მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა „ლელოს” გუნდთან და სპორტსმენებთან ერთად „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ ბრიფინგი გამართა, მოწოდებით- „დავუბრუნოთ „ლაგუნა“ ქალაქს“.

„ლაგუნა ვერეს“ დავუბრუნებთ ადამიანებს და გადავაქცევთ საერთაშორისო მნიშვნელობის მრავალფუნქციურ სპორტულ-გამაჯანსაღებელ სივრცედ“, – განაცხადა ანა ბიბილაშვილმა.

მისი თქმით, „ლაგუნა ვერე“ ადამიანებს უნდა დაუბრუნდეს და გადაიქცეს საერთაშორისო მნიშვნელობის მრავალფუნქციურ სპორტულ-გამაჯანსაღებელ სივრცედ.

„ამ მძიმე პანდემიური ვითარების ფონზე, ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ ყველა: ჩვენს ქალაქში და ჩვენს ქვეყანაში ყველაზე უფრო ძვირფასი და მნიშვნელოვანი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა.

თბილისი გადააქციეს ქალაქად, რომელიც გვინადგურებს ჯანმრთელობას, გვართმევს იმუნიტეტს და ის მძიმე პანდემიური მდგომარეობა, რომელმაც უკვე ათასობით სიცოცხლე წაგვართვა, არის სწორედ არაჯანსაღი ცხოვრების წესისა და დაბინძურებული გარემოს ბრალი.

აქ ადამიანების სიცოცხლე სტატისტიკად გვიქციეს. 5 წლამდე ბავშვების გარდაცვალების მაჩვენებელი 3-ჯერ მეტია, ხოლო ხანდაზმულთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 წლით ნაკლებია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში.

ამ დროს ქალაქის ცენტრში 8 წელია უფუნქციოდ დგას და ნადგურდება ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპორტული კომპლექსი “ლაგუნა ვერე”, რომელსაც თბილისში მცხოვრები ადამიანებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს.

ლაგუნაზე თაობები გაიზარდა. ეს ადგილი უბრალოდ უყვარდათ ადამიანებს. სწორედ ამიტომ გამოსტაცა ხელიდან ბიძინა ივანიშვილმა. 2013 წელს გამოაცხადეს, რომ მისი ინფრასტრუქტურის მოწყობა არარენტაბელურია და დახურეს. 8000-ზე მეტი სპორტსმენი დარჩა გარეთ და სამუშაო ადგილი 100-მდე ადამიანმა დაკარგა.

ამ წლების განმავლობაში ხელისუფლებიდან არავის გახსენებია “ლაგუნა ვერე”. კალაძე კი მისი პირველი არჩევნების დროს ქალაქს მხლოდ მისი მიმდებარე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დაჰპირდა, თუმცა ისე როგორც მისი მრავალი დაპირება, ესეც მხოლოდ სიტყვებად დარჩა.

“ლელოს” ხედვით, ის ნაგებობები, რომელიც მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის, როგორც ჯანმრთელობის კუთხით, ისე თბილისის კულტურისა და ავთენტურობის მატარებელია, უნდა გამოვისყიდოთ, დაუბრუნდეს ქალაქს და განვითარდეს მისი სრული პოტენციალით“, – განაცხადა „ლელოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g