LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს პროექტი იქნება დამატებითი იმპულსი სხვა ბიზნესმენებისთვისაც.. ოპოზიციას კი დაპაუზებული, სტაგნაციური თბილისი სურს“ – ზარნაძე „ლაგუნა ვერესთან“ დაგეგმილ მშენებლობაზე

138
ზარნაძე ლაგუნასთან ცათამბჯენზე

„ახალი შეტევა აქვთ ოპონენტებს დაწყებული ამჯერად ერთ-ერთ მასშტაბურ პროექტზე, რომელიც „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება“, – ამის შესახებ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კონსტანტინე ზარნაძე სოციალურ ქსელში წერს.

აღნიშნულით მაჟორიტარი დეპუტატი „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ დაგეგმილ, 50-სართულიანი ცათამბჯენების მშენებლობის საკითხს ეხმაურება და წერს, რომ პროექტის მიხედვით, იქ არსებული მდგომარეობა სრულად შეიცვლება:

„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ „ქართუ“ მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს – რას ამბობს კალაძე

„უსახური ვულკანიზაციები, დაზიანებული ბენზინგასამართი სადგურები და დაბინძურებული მიმდებარე ტერიტორია – ეს არის მდგომარეობა, რომელიც დღეს არის ამ ტერიტორიაზე.

კალაძე - მესმის პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების რეაქცია, მაგრამ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიის მოწესრიგება მნიშვნელოვანია, მზადდება კარგი პროექტი და დედაქალაქში მიზიდულობის ახალი ცენტრი გაჩნდება

მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთვის და მუნიციპალიტეტი თქვენთან ერთად, თქვენი ჩართულობით, ჩვენ მოვახდენთ არსებული სივრცის მოწესრიგებას.

ამის ნაცვლად ჩვენ ამ პროექტით ვიღებთ მილიონებთან ინვესტიციას, რომელიც დაეხმარება თბილისს რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების პროცესში.

ეს პროექტი იქნება დამატებითი იმპულსი სხვა ბიზნესმენებისთვისაც, რომ ჩადონ ქალაქში ინვესტიცია, ან არსებულ პროექტებში ჩადონ ფული.

ოპოზიციას კი სხვა რამ სურს, სურს – დაპაუზებული, გაჩერებული, სტაგნაციური თბილისი. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, რამდენჯერაც არ უნდა დაგვწამონ ცილი, ჩვენ არ დავთმობთ თბილისის განვითარების არც ერთ შესაძლებლობას“. – წერს კონსტანტინე ზარნაძე.

„იდეა შეიცავს ქალაქის ისტორიული ნაწილის განადგურებისა და სატრანსპორტო გამტარუნარიანობის გართულების საფრთხეებს“ – სამოქალაქო საზოგადოება „ლაგუნა ვერესთან“ დაგეგმილი პროექტის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები