LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

80 ხმა 9-ის წინააღმდეგ – ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი გახდა

90
თურნო 22

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი გახდა.

თურნავას კანდიდატურას ეროვნული ბანკის საბჭოში პარლამენტის 80-მა წევრმა დაუჭერა მხარი. 9 დეპუტატმა კი ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

ნათია თურნავას საპარლამენტო კომიტეტებში გუშინ მოუსმინეს.

„ეროვნული ბანკის მთავარი სტრატეგიული ამოცანა ინფლაციის მოთოკვა და შემცირება, ფინანსური მდგრადობის და სტაბილურობის შენარჩუნებაა.

მეორე – ეს არის ახალი ინოვაციები, ციფრული ტექნოლოგიების ახალი პლატფორმების, ახალი სტარტაპების დანერგვა და მესამე არის კაპიტალის ბაზრის რეფორმა, რომელშიც ჩემი გამოცდილებისა და კომპეტენციის ფარგლებში ჩავერთვები და ჩემს წვლილს შევიტან“, – განაცხადა ნათია თურნავამ საკომიტეტო მოსმენისას.

შეგახსენებთ, ნათია თურნავა 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის აპრილამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ხოლო 2019 წლის აპრილიდან 2022 წლის 9 თებერვლამდე მინისტრი იყო.

ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომელიც ცხრა წევრისაგან შედგება. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს პარლამენტი შვიდი წლის ვადით, პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრეზიდენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები