LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„80–ვე დეპუტატი დავიგინებით, რომ, დიახ, თქვენ აკეთებდით რუსულ საქმეს“ – ალუდა ღუდუშაურის მიმართვა ხატია დეკანოიძეს 

159
Untitled design (5)

80-ვე დე­პუ­ტა­ტი და­ვი­გი­ნე­ბით, რომ, დიახ, თქვენ აკე­თებ­დით რუ­სულ საქ­მეს! – ასე მი­მარ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტატ­მა, ალუ­და ღუ­დუ­შა­ურ­მა, “ევ­რო­ოპ­ტი­მის­ტე­ბის“ დე­პუ­ტატ, ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძეს.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ ფინანსთა მინისტრის ჰკითხა: აპირებდა თუ არა მმართველი გუნდი რე­ა­ნო­მო­ბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გა­საზ­რდე­ლად თან­ხის გა­მო­ყო­ფას.

ხმაური მოჰყვა დეკანოიძის შეფასებას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რუ­სულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან თან­ხმდე­ბა.

„აზრი არ აქვს სა­უ­ბარს, არ გა­თეთრდე­ბის ყო­რა­ნიო“ – ისეა ამა­თი საქ­მე.

არა­ვის ჩა­უ­კე­ტავს კა­რე­ბი, ორი კა­რია და ორი­ვე­გან შე­გიძ­ლი­ათ ერ­თდრო­უ­ლად გახ­ვი­დეთ, მატ­რი­ცა­სა­ვით.

გე­უბ­ნე­ბით, თქვენ­თან ვარ ამ სა­კი­თხში, იმ სა­კი­თხში და მა­ინც მებ­რძვით.

იმი­ტომ შე­ვიკ­რი­ბეთ აქ, რომ კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მე ვა­კე­თოთ. წყალს წა­უ­ღია ნე­ბის­მი­ე­რი მან­და­ტი და პო­ლი­ტი­კა, თუ ხალ­ხს არ ემ­სა­ხუ­რე­ბა.

ხალ­ხს ემ­სა­ხუ­რე­ბა რე­ა­ნო­მო­ბი­ლი და დიახ, კარ­გია! ვი­ღა­ცე­ბის­ნა­ი­რად კი არ ვარ რა­ღა­ცებს გა­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ხალ­ხში დავ­დი­ვარ და ამა­ყად უნდა ვი­ა­რო. ნუ იქ­ნე­ბით სიც­რუ­ის ტი­რა­ჟი­რე­ბა­ში. რე­ა­ნო­მო­ბილ­თან და­კავ­ში­რე­ბით ამ­ბა­ვი ატე­ხეთ და სა­მარ­ცხვი­ნო რა­ღა­ცე­ბი გა­ა­კე­თეთ.

სა­ვა­ლუ­ტო ფონდთან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ატე­ხეთ ამ­ბა­ვი – რა შუ­ა­შია [სებ-ის 19 სექ­ტემ­ბრის] გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ხომ იცით, რომ [სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის პროგ­რა­მის შე­ჩე­რე­ბა] ეგრე არაა.

რაც შე­ე­ხე­ბა ყავ­ლაშ­ვი­ლის და­გი­ნე­ბას, ძა­ლა­შია. რუ­სულ საქ­მეს თუ ვინ­მე აკე­თებს, გა­და­სა­ხა­დებს რომ იხ­დი­და, ძი­რი­თა­დი ობი­ექ­ტე­ბი რომ ჩა­ა­ბა­რეს შენი პარ­ტი­ის ყო­ფილ­მა ბო­სებ­მა, იმი­ტო­მაა ეს.

რუ­სუ­ლი საქ­მე იმ­დე­ნად გა­ა­კე­თეთ, რომ მა­გას ის­ტო­რია შე­ა­ფა­სებს. 80-ვე დე­პუ­ტა­ტი და­ვი­გი­ნე­ბით, რომ დიახ, თქვენ აკე­თებ­დით რუ­სულ საქ­მეს“, – გა­ნა­ცხა­და ალუ­და ღუ­დუ­შა­ურ­მა.

პოპულარულები