LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

80 წლის ჯეინ ფონდამ საკუთარ იუბილეზე 1.3 მილიონი დოლარი შეაგროვა (ფოტო)

89

ლეგენდარულმა ჯეინ ფონდამ 80 წლის იუბილეზე მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართა. საკუთარი ფონდისთვის გამართულ წვეულებაზე მსახიობმა 1.3 მილიონი დოლარი შეაგროვა. ფონდი Georgia Campaign For Adolescent Power & Potential ფონდამ 1995 წელს შექმნა და ის მოზარდებში ნაადრევი მშობიარობის შესახებ ინფორმაციის ამაღლებაზე მუშაობს. არსებობის მანძილზე ფონდმა უამრავი მოზარდის სიცოცხლე გადაარჩინა.

წვეულებაზე, რომელიც ფეშენებელურ სასტუმროში გაიმართა, 80 წლის ლეგენდარული ვარსკვლავი ბორდოსფერ პიჯაკსა და შარვალში გამოჩნდა. ანსამბლი შავი ლენტით იყო გაფორმებული და კიდევ უფრო მეტად უსვამდა ხაზსს ოსკაროსანი მსახიობის ელეგანტურობას. მიუხედავად იმისა, რომ ჯეინ ფონდა უკვე 80 წლისაა, ის აქტიურად განაგრძობს საქმიანობას. მალე მსახიობს რუსული Hello-ს გარეკანზე ვიხილავთ. მისი ბოლო კინოპროექტი კი Netflix-ის სერიალი „გრეისი და ფრენკია“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g