LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

84 წლის ჯეინ ფონდა და 76 წლის დაიან კიტონი ახალი რომანტიკული ფილმის  ტრეილერში

358
ჯეინ-ფონდა

სულ მალე ეკრანებზე გამოვა ცნობილი ფილმის „წიგნის კლუბის“ ახალი ეპიზოდი. ეს გახლავთ 2018 წელს გამოსული ფილმის გაგრძელება, სადაც მთავარ როლებს ისევ დაიან კიტონი და ჯეინ ფონდა ასრულებენ. ეს არის ფილმი ინტელექტუალი ქალების შესახებ, რომლებსაც ხელში ეროტიკული წიგნი ჩაუვარდებათ . ამ კომედიური ჟანრის ფილმის მთავარი ელფერი ორი ოსკაროსანი ქალბატონი და ჰოლივუდური კინოს ლეგენდა, დაიან კიტონი და ჯეინ ფონდაა.

სხვათა შორის ამ ფილმის გადაღებებზე ჯეინ ფონდამ შეიტყო, რომ მისი სიმსივნე პროგრესირებდა და სწორედ ფილმის გადაღებების დროს გადიოდა ის მკურნალობის კურსს. ახალ ტრეილერში 84 წლის ფონდა შეუდარებელია, ისევე როგორც დაიან კიტონი, რომელიც ახლა 76 წლისაა.

ფილმში ასევე მონაწილეობენ კენდის ბერგენი, ენდი გარსია და დონ ჯონსონი.

84 წლის ჯეინ ფონდას სიმსივნე დაუდგინა – მსახიობმა ქიმიოთერაპიის კურსი დაიწყო

ტანზე მომდგარი თეთრი შარვალი და ჭრელი პერანგი – 84 წლის ჯეინ ფონდა დილის გადაცემის ჩაწერაზე

ფოტო: ლეოპარდის პრინტი, კოპლები და კუბიკები – 75 წლის დაიან კიტონის ახალგაზრდული „ლუქი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები