LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

88 წლის ჯეინ ფონდა „გუჩის“ თვალისმომჭრელ კაბაში კანის კინოფესტივალზე

120
ჯეინ ფონდა

ჯეინ ფონდა კანში 79-ე კანის კინოფესტივალის გახსნაზე დასასწრებად ჩავიდა. 88 წლის მსახიობმა ფესტივალის გახსნისთვის ელეგანტური სამოსი შეარჩია. მას „გუჩის“ შავი, კლასიკური გრძელი კაბა ეცვა.

სტილისტებმა მისი თმა კულულებად აქციეს, ვიზაჟისტებმა კი საღამოს კლასიკური მაკიაჟი შექმნეს. ფონდამ მისი ლუქი დიდი ძვირფასი ქვის გულსაბნევით შეავსო. საღამოს ვარსკვლავი სცენაზეც გამოვიდა და კინოს, როგორც წინააღმდეგობის აქტის, მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი.

„ვფიქრობ, კინო ყოველთვის წინააღმდეგობის აქტი იყო, რადგან ჩვენ ვყვებით ისტორიებს. ისტორიები, რომლებიც მარგინალიზებული ჯგუფების მიმართ თანაგრძნობას იწვევს, ისტორიები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, ვიგრძნოთ ჩვენი განსხვავებების მიუხედავად“ – თქვა მსახიობმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები