LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ თქვა, რომ ასაკს თეთრი არ უხდება? – 92 წლის ჯოან კოლინზი „კანის კინოფესტივალზე” „სტეფან როლანის“ კაბაში

112
ჯოან კოლინზი

ჯოან კოლინზი ფრანგულ რივიერაზე კანის 79-ე კინოფესტივალის გახსნის ცერემონიას დაესწრო. 92 წლის მსახიობმა წითელ ხალიჩაზე თავისი განსაცვიფრებელი გამოჩენით აღფრთოვანება გამოიწვია. კინოვარსკვლავს „სტეფან როლანის“ ელეგანტური თეთრი მხრებმოშიშვლებული კაბა ეცვა, წინ ჭრილითა და მოცულობითი ყვავილებიანი ზედით.

კოლინზმა თავისი ჩაცმულობა შავი, ოპერის ხელთათმანებითა და კრემისფერი გამჭვირვალე სანდლებით დაასრულა, რომლებსაც ბრჭყვიალა ქვებითა და თასმებით ჰქონდა მორთული. ჯოანმა ახალი ვარცხნილობაც წარმოადგინა. ის, როგორც წესი, თმას თავისუფლად და მოცულობით ატარებს, თუმცა, ამჯერად მსახიობი ელეგანტური ვარცხნილობით გამოჩნდა. ჯოანმა აქსესუარები მდიდრული ბრილიანტის სამკაულებით – საყურეებითა და ყელსაბამით შეავსო. კოლინზმა წითელ ხალიჩაზე ფრანგ მსახიობთან და კომიკოს ლორან ლაფიტთან ერთადაც იპოზიორა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები