LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

80 წლის მაჩო – ლეგენდარული მიკ ჯაგერი იუბილარია

185
მიკ-ჯაგერი

ჯგუფ „როლინგ სტოუნზის“ ვოკალისტი, ლეგენდარული მუსიკოსი, მიკ ჯაგერი 80 წლის გახდა. ბრიტანელი ვარსკვლავი, რომლის კარიერა 60-იან წლებში დაიწყო, ყველაზე გავლენიანი მუსიკოსების სიას ლიდერობს. თითქმის ყველა პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი მუსიკოსი, ცნობილი გამოცემის „როლინგ სტოუნზის“ რეკორდსმენიცაა. ის არაერთხელ მოხვდა ცნობილი გამოცემის გარეკანზე.

მუსიკოსს აქვს რამდენიმე ტიტული, მათ შორის, ყველაზე სექსუალური მამაკაცის წოდება, რომელიც მას მუსიკალურმა არხმა VH1-მა მიანიჭა. 1989 წელს ჯაგერი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის საპატიო წევრი გახდა, 2003 წელს კი, დედოფალმა ელისაბედმა მას რაინდის წოდება მიანიჭა. სწორედ მის პატივსაცემად, 2011 წელს კრისტინა აგილერამ და Maroon 5-მა ჩაწერეს პოპულარული ჰიტი Moves like Jagger. მიკს შვიდი შვილი ჰყავს, ის ოთხჯერ იყო დაქორწინებული, იუბილარი მუსიკოსი ახალ ფოტოს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, სადაც ის ბორდოსფერ პიჯაკსა და შარვალში პოზირებს: „მადლობა ყველას თქვენი თბილი კომენტარებისა და დაბადების დღის მოლოცვისთვის“ – წერს 80 წლის მუსიკოსი.

79 წლის მიკ ჯაგერი 43 წლით უმცროს შეყვარებულზე ქორწინდება

79 წლის მიკ ჯაგერმა წითელ ხალიჩაზე 44 წლით უმცროსი შეყვარებული გამოაჩინა

79 წლის მიკ ჯაგერი 44 წლის უმცროს შეყვარებულთან და 6 წლის უსაყვარლეს ვაჟთან ერთად გადაიღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები