LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

81 წლის ქალისა და 87 წლის მამაკაცის სიყვარულის საოცარი ისტორია: წყვილმა შეუღლებამდე ერთმანეთს ასობით წერილი გაუგზავნა

39
Capture

აშშ-ში 81 წლის ქალი 87 წლის მამაკაცზე დაქორწინდა, მანამდე კი მათ მრავალწლიანი მიმოწერა ჰქონდათ. სიყვარულის უჩვეულო ისტორია insider-მა გაავრცელა.

როზ ლუიმ და რალფ ინსინგერმა ერთმანეთი ლუის ქალიშვილის დახმარებით გაიცნეს, გოგონა ადვოკატად მუშაობდა ინსინგერი მისი კლიენტი იყო. შვილმა ჩათვალა, რომ კლიენტს დედასთან ბევრი საერთო ჰქონდა, ამიტომ ორივე მუზეუმში დაპატიჟა.

ლუიმ და რალფმა საერთო ენა უმალვე გამონახეს. ისინი განიხილავდნენ ხელოვნებას, საყვარელ მხატვრებს და სასაუბრო თემები არადა არ სრულდებოდა. შემდეგ ქალი სახლში დაბრუნდა და ელექტრონული ფოსტით გააგრძელეს მიმოწერა. კაცმა აღიარა, რომ ლუის წერილებს სულმოუთქმელად ელოდა, ისინი ერთმანეთს დღეში მინიმუმ 3 მეილს მაინც უგზავნიდნენ.

შემდეგ როზიმ და რალფმა შეხვედრა გადაწყვიტეს. ამ მოკლე პაემნის შემდეგ კი მიხვდნენ, რომ მათ შორის არამხოლოდ მეგობრული ურთიერთობა, არამედ ნამდვილი სიმპათია იყო. ამის შემდეგ წერილებში მეტი ფლირტი გაჩნდა.

მოგვიანებით წყვილმა დაქორწინება გადაწყვიტა. ცერემონია საკმაოდ მოკრძალებული იყო და მას მხოლოდ უახლოესი მეგობრები და ნათესავები ესწრებოდნენ. ამის შემდეგ ახალდაქორწინებულებმა თავის სიყვარულზე წიგნი დაწერეს და ნაწარმოებში ყველა მათი მეილია თავმოყრილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები