სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნოღაში მე-6 დღეა 82 წლის კაცს ეძებენ. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა MegaTv ავრცელებს.
ადგილობრივები ეჭვობენ, რომ ხანდაზმული კაცი ნადირმა შეჭამა, რადგან ძაღლი სახლში დაკბენილი დაბრუნდა. მათივე ინფორმაციით, კაცი პირუტყვის მოსაყვანად გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არავის უნახავს.
სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
ხანდაზმული კაცი სავარაუდოდ ნადირმა შეჭამა – იმერეთში მე-6 დღეა მამაკაცს ეძებენ