LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

82 წლის ხულიო იგლესიასს ახალგაზრდა ქალები სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ – ვრცელდება დეტალები

179
page

ლეგენდარულ ესპანელ მომღერალს, ხულიო იგლესიასს სექსუალურ ძალადობასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. ესპანური მედიის ცნობით, ქალბატონები, რომლებიც მის, კარიბის ზღვისპირა რეზიდენციებში მომსახურე პერსონალად იყვნენ დაქირავებულნი, ამტკიცებენ, რომ იგლესიასის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდნენ.

ესპანეთის პროკურატურამ დაადასტურა, რომ 82 წლის არტისტის წინააღმდეგ, ორი ქალის ოფიციალური საჩივრის საფუძველზე დაწყებულია წინასწარი გამოძიება.

საქმე ეხება 2021 წელს მომხდარ ფაქტებს, როდესაც მომღერალი დომინიკის რესპუბლიკაში და ბაჰამის კუნძულებზე მდებარე საკუთარ მამულებში ცხოვრობდა. ერთ-ერთი მომჩივანი იმ პერიოდში სულ რაღაც 22 წლის იყო.

ქალებმა განაცხადეს, რომ სამუშაოს დაწყებისთანავე ხულიო მათ ინტიმურ შეკითხვებს უსვამდა და ფიზიკურად ეხებოდა. მათი თქმით, „იგლესიასი სარგებლობდა ძალაუფლებით და ქმნიდა შიშზე დაფუძნებულ გარემოს“.

ბიჭია თუ გოგო? – ანა კურნიკოვა ახალშობილის ფოტოს ავრცელებს

წლების შემდეგ პირველად – ორსული ანა კურნიკოვა ენრიკე იგლესიასთან ერთად პაპარაცების ობიექტივში მოხვდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები