82 წლის ლეგენდამ, სერ პოლ მაკარტნიმ, ნიუ-ორკის Bowery Ballroom-ში გამართულ კონცერტზე, პატივი მიაგო ლეგენდარული The Beatles-ის სოლისტის, ჯონ ლენონის ხსოვნას. შოუ სპონტანურად დაიგეგმა და მასზე დასასწრები ბილეთები რეკორდულ დროში, სამ საათში გაიყიდა. პოლ მაკარტნიმ შოუ ცნობილი ჰიტით ჰიტის A Hard Day’s Night-ით გახსნა, სცენაზე მასთან ერთად იდგნენ გიტარისტი რასტ ანდერსონი, ბასისტი ბრაიან რეი, კლავიში პოლ ვიკენსი და დრამერი აბე ლაბორიელი.
სხვა ჰიტებს შორის სცენაზე გაიჟღერა ისეთმა სიმღერებმა, როგორიცაა Lady Madonna, Get Back, Ob-La-Di, Ob-La-Da, Let it Be და Hey Jude.
ჯონ ლენონისა და პოლ მაკკარტნის შვილებმა სიმღერა ჩაწერეს




