The Beatles-ის ლეგენდარული ფრონტმენი, პოლ მაკკარტნი თავის მეუღლესთან, ნენსი შევილთან ერთად სენ-ბართელმის სანაპიროზე გადაიღეს.
82 წლის პოლი შესანიშნავ განწყობაზე გახლდათ და არც ენერგიას უჩიოდა, ის 65 წლის ნენსისთან ერთად ბევრს ცურავდა.
ცნობისთვის, პოლსა და ნენსის 13 წლიანი ურთიერთობა აკავშირებთ. ნენსი მისი მესამე მეუღლეა.
შეგახსენებთ, გასულ წელს პირველად, 40 წლის შემდეგ, The Beatles Brit Awards-ზე წარადგინეს. საუბარია ლეგენდარული ბრიტანული ბენდის სიმღერაზე Now and Then, რომელიც 2023 წელს გამოვიდა.
80 წლის პოლ მაკკარტნის „ვნებათაღელვა“ წყალში მეუღლესთან ერთად
პირველად 40 წლის შემდეგ – The Beatles Brit Awards-ზე წარადგინეს

