LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

82 წლის უოლი ფანკი ბეზოსთან ერთად კოსმოსში გაფრინდება

189
cosmomozes

82 წლის უოლი ფანკი, რომელიც უკვე 60 წელია კოსმოსში ფრენაზე ოცნებობს, ჯეფ ბეზოსის „ბლუ ორიჯინის“ ივლისის ბოლოსთვის დაგეგმილ ვოიაჟს შეუერთდება. ქალბატონი ფანკი, ყველაზე ასაკოვანი ადამიანი იქნება, ვისაც აქამდე კოსმოსში უფრენია. იგი „ამაზონის“ დამფუძნებლისა და ძმის შემდეგ მესამე ადამიანია, ვინც ვოიაჟში მონაწილეობას მიიღებს. უოლი ფანკი  პირადად ჯეფ ბეზოსმა მოიწვია, როგორც „საპატიო სტუმარი“.

კომპანია „ბლუ ორიჯინი“ გაფრენას  დედამიწის ზედაპირიდან 100 კმ სიმაღლეზე გეგმავს. მოგზაურობა სულ 10 წუთს გასტანს, მაქსიმალური  ნიშნულის მიღწევის შემდეგ კი კაფსულა უკან, დედამიწაზე დაეშვება.

ჯეფ ბეზოსმა მოწვევის შესახებ უოლი  ფანკს პირადად შეატყობინა და საკუთარ  შეხვედრის ამსახველი ვიდეო საკუთარ “ინსტაგრამზეც“ განათავსა.

უოლი ფანკი, 1939 წელს, ნიუ-მექსიკოში დაიბადა. მას ბავშვობიდან ხიბლავდა ავიაცია და პროფესიად პილოტობა აირჩია. თავისი კარიერის განმავლობაში მან ფრენა 3000-მდე ადამიანს შეასწავლა. უოლი ფანკი იყო პირველი ქალი საჰაერო უსაფრთხოების ოფიცერი და პირველი ქალი-ინსპექტორი აშშ-ის ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციაში.

მიუხედავად იმისა, რომ უოლი ფანკმა ჯერ კიდევ 1961 წელს გადაწყვიტა ჩაწერა NASA-ს პროგრამაში – „ქალები კოსმოსში“ და ფიზიკური და ფსიქოლოგიური შემოწმებაც წარმატებით გაიარა, პროგრამის შეჩერების გამო კოსმოსში გაფრენა ვერ შეძლო. ახლა კი ქალბატონი ცხოვრების ოცნებას აიხდენს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები