ნინოწმინდა-წალკის გზაზე, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი სამველ მაუკიანი ავარიაში მოყვა. ინფორმაციას jnews.ge ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დეპუტატი თბილისის ერთ–ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, წალკის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა დღის პირველ ნახევარში მოხდა.