LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ შევეგუოთ განგებას! ეს გვასწავლა ზვიადმა.. მერე ეს სული თითქოს გადმოვიდა მიხეილ სააკაშვილში, მასში ვნახე ის მარადიული ქართველური სული” – გია ბუღაძე

153
Untitled

“ქართველებად გავჩნდით იმიტომ, რომ არ შევეგუოთ განგებას. ეს გვასწავლა ზვიადმა.. მერე ეს სული თითქოს გადმოვიდა მიხეილ სააკაშვილში, მასში ვნახე ის მარადიული ქართველური სული”, – ამის შესახებ მხატვარმა გია ბუღაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

“მივესალმები ლეგენდარულ და დიდ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. მე სამხედროელმა, რომელიც გულით მეომარი ვარ, ჩემს მთავარსარდალს გულით ვუსურვებ ჯანმრთელობას. მხოლოდ მას შეუძლია იხსნას საქართველო. რაც მას აქვს ის ბევრს არ აქვს.

ასევე, მივესალმები დიდი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სულს. რამდენჯერ მინახავს დიდი ზვიადი აქ, აქ იდგა, როცა მოგვიწოდებდა.

მივესალმები მერაბ კოსტავას სულს. სწორედ ამ დღეს, სწორედ მისი სიტყვები იყო, რომელმაც მოგვცა დიდი ძალა და გამძლეობა.

ზოგადად, ადამიანს ცხოვრებაში აქვს ორი რამ – ბედი და განგება. ბედს უნდა შეეგუო, მაგრამ განგებას უნდა შეებრძოლო. “ქოცების” მთავრობას განგებით უნდა შეებრძოლო.

ქართველებად გავჩნდით იმიტომ, რომ არ შევეგუოთ განგებას. ეს გვასწავლა ზვიადმა.. მერე ეს სული თითქოს გადმოვიდა მიხეილ სააკაშვილში, მასში ვნახე ის მარადიული ქართველური სული, რომელიც ამათ ხელში მძიმედ არის, მაგრამ როგორი ძლიერია ამჩნევთ? თავისი ჯანმრთელობის ხარჯზე როგორ გვამაგრებს, სანთელივით ანთია”, – განაცხადა გია ბუღაძემ.

ლევან ხაბეიშვილმა აქციის მონაწილეებს 4 მოთხოვნა გააცნო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები