LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ხაბეიშვილმა აქციის მონაწილეებს 4 მოთხოვნა გააცნო

134
09f3f690-d6b9-11ed-a0f0-e9c5fd6f0cae

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აქციის მონაწილეებს 4 მოთხოვნა გააცნო.

“პირველი მოთხოვნაა – ლაზარეს თავისუფლება, მეორე მოთხოვნაა – დასანქცირებული მოსამართლეების დაუყოვნებლივ გადადგომა, მესამე მოთხოვნაა – მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას თავისუფლება, მეოთხე მოთხოვნაა – დეოლიგარქიზაციის კანონი, სასამართლო რეფორმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმა”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მან ყველა პოლიტიკურ პარტიას ერთად ბრძოლისკენ მოუწოდა.

„ჩემო მეგობრებო, ამ 4 მოთხოვნის გარშემო აბსოლუტურად ყველას ვთავაზობთ დისკუსიასაც, ერთობასაც, საერთო ბრძოლის ხაზსაც და მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკურ ლიდერს, გადადეთ თქვენი პირადი და პარტიული ინტერესები, დაამარცხეთ თქვენს თავში კომპლექსები და ნუ დაინტერესდებით, რას იტყვის რუსი ოლიგარქი თქვენზე. მთავარია, რას ფიქრობს მისი აღმატებულება ქართველი ხალხი თქვენზე.

მინდა დავპირდე თითოეულ თქვენგანს, რომ ბრძოლა გაგრძელდება, ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე. ბრძოლა იქნება ძალიან რთული, მაგრამ მოკლე დისტანციაზე. მადლობა, მადლობა და მადლობა თითოეულ თქვენგანს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები