LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

86 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი – პარლამენტმა ამნისტიის შესახებ პროექტი მეორე მოსმენით მიიღო

103
BeFunky-collage (5)

პარლამენტმა ამნისტიის კანოანპროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

არსებული პროექტის მიხედვით, ამნისტიის აქტი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე ვრცელდება.

“ამნისტიის შესახებ” კანონი არსებული სახით 1000-ზე მეტ პატიმარს შეეხება: ირაკლი კობახიძე

ამასთან, ზოგიერთი დანაშაულის შემთხვევაში, მისი შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ამ დანაშაულის ჩამდენი პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ ის ნასამართლობის არმქონეა, თუ დაზარალებული თანახმაა ამნისტიის გავრცელებაზე ან თუ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული ზიანი აანაზღაურა.

ცნობისთვის, კანონპროექტის განხილვასა და კენჭისყრაში  “ქართული ოცნების” წევრები და “პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო სიით შესული დეპუტატები მონაწილეობდნენ, რადგან ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.

“ხელისუფლებასთან გარიგება არ ყოფილა” – პარლამენტში შესული 4 ოპოზიციონერი დეპუტატი ახალ პარტიას აფუძნებს

“ბიზნესმენის ბუნება ასეთია… ინაშვილი თანაგუნდელების საქციელით იმედგაცრუებული არ უნდა იყოს” – როგორ აფასებენ ექსპერტები პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები