LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხელისუფლებასთან გარიგება არ ყოფილა” – პარლამენტში შესული 4 ოპოზიციონერი დეპუტატი ახალ პარტიას აფუძნებს

154
ფრიდონი ილფიმიანი

დღეს ჩვენ – ავთანდილ ენუქიძე, გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი – როგორც პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი სოციალისტები“-ს წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში, ვერთვებით საპარლამენტო მუშაობაში და საჭიროდ მიგვაჩნია, საზოგადოებას განვუმარტოთ ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზი და მიზნები, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში შესულმა ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა.

ავთანდილ ენუქიძე პირველი ოპოზიციონერია, რომელმაც განაცხადა, რომ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შევიდოდა.

“არავის ვეკითხები, როგორ მოვიქცე” – ცნობილია, ვინ შედის ოპოზიციიდან პირველი პარლამენტში

მან ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, რომ ხელისუფლებასთან არანაირ გარიგებაზე არ წასულა.

„ჩემსა და ხელისუფლებას შორის კი არა, საერთოდ არავისთან არ ყოფილა გარიგება“, – აცახდებს ენუქიძე.

მისივე თქმით, პარტიის წევრებმა პარლამენტში შესვლის თაობაზე მისი გადაწყვეტილების შესახებ იცოდნენ და პარტიის შიგნით ამასთან დაკავშირებით, უპატივცემულო შენიშვნა ან კონფლიქტი არ ყოფილა.

„ჩვენთან პარტიაში არავის არაფერზე არ ზღუდავენ. პარტიის წევრებმა იცოდნენ, რომ ეს ასე მოხდებოდა. არავითარი უპატივცემულო შენიშვნა ან კონფლიქტი პარტიის შიგნით ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. რატომღაც პოლიტიკურ წრეებში მიღებულია, რომ ერთ პარტიას აუცილებლად ერთი აზრი უნდა ჰქონდეს, ეს ასე არ არის. მეც გარკვეული შრომა ჩავდე ამ პარტიაში და დღესაც მათი მხარდამჭერი ვარ და იმ აზრსაც ვიზიარებ, რომელზეც ისინი არიან. არ არის საჭირო ერთმანეთს ვეომოთ, ჩვენ ასე ვუყურებთ ბრძოლის ამ ფორმატს“, – აღნიშნა ავთანდილ ენუქიძემ და იქვე დასძინა: „ვთვლი, რომ არჩევნები გაყალბდა და „პატრიოტთა ალიანსსაც“ არასაკმრისი ხმები დაუწერეს“.

ავთანდილ ენუქიძის განცხადებით, ოპოზიციის შეფასება, რომ ვინც პარლამენტში შედის, იქ „ქართულ ოცნებას“ უერთდება, მცდარია.

„რაც უნდა, ის ილაპარაკონ ჩემზე. ცუდი პერიოდი იყო … ცუდად ილაპარაკეს ჩემზე. გარკვეულწილად ეს გავატარე. ყველამ თავის საქმეს მიხედოს, თავი დამანებოს, თორემ ძალიან დიდი ინფორმაციის მატარებელი ვარ და წყნარად იყოს ყველა“, – განაცხადა ენუქიძემ. 

 

ენუქიძე პარტიის შემომწირველია და თავის ქმედებებში თავისუფალია: ინაშვილი

პარლამენტში პარტია „პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიით შესული დეპუტატი ფრიდონ ინჯია, სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსს” ტოვებს.

როგორც ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, აშკარაა, რომ ოპოზიციის ქუჩაში დარჩენა დღეს ხელს აძლევს ორ პოლიტიკურ ძალას – „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“.

პარლამენტში შესვლასთან ერთად, მე ვტოვებ „პატრიოტთა ალიანსს”. ეს ჩემთვის მტკივნეული გადაწყვეტილებაა, რადგანაც წლების განმავლობაში, ბევრი რამ მაქვს გაკეთებული ამ პარტიის წინსვლისა და წარმატებისთვის. ბევრი რამ გვაქვს გაკეთებული, ვიდრე ეს რამდენიმე ასეული ათასი ლარით აისახება, როგორც შენატანი. დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ჩვენს გადაწყვეტილებას დადებითად შეაფასებს. ამასთანავე, არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო პარტიის თავმჯდომარეს, დავით თარხან – მოურავს, გენერალურ მდივანს ირმა ინაშვილს, რომ მოგვცა საშუალება ვიყოთ ამ პარლამენტში ამ სტატუსით”, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ და დასძინა,  „ჩვენ პატივს ვცემთ ამომრჩევლების გადაწყვეტილებას, შევდივართ პარლამენტში, რათა ოპონირება გავუწიოთ მმართველ პარტიას“.

„ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია სხდომათა დარბაზში და ამ მომენტიდან ისინი მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო სხდომებში“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წარმომადგენლის უფლებამოსილების ცნობის საკითხს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები