LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავთანდილ ენუქიძე: „ვიძახით, რომ ხალხს შივა, კი ბატონო, შივა მართლა ბევრს, მაგრამ ეს მანქანები წყლით დადის? ვისაც არ ეზარება ჩამოსულია ამ სოფლებიდან – რაღაც ზომა მიიღეთ“

211
ავთანდილ ენუქიძე

„ვიძახით, რომ ხალხს შივა – შივა მართლა ბევრს. ჟურნალისტებმა არ გადამიკეთოთ მერე სხვა რამეში; ხალხს ძალიან უჭირს – კი ბატონო, მაგრამ, ეს თბილისი რომ გაივსო ამ მანქანებით, წყლით დადის ეს მანქანები?“ – აღნიშნული განცხადებით „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი, ავთანდილ ენუქიძე ავტოსაგზაო შემთხვევების მატების სტატისტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამის მიზეზი დაწესებული ჯარიმებია.

როგორც მან შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, საჭიროა განმეორებით შემთხვევებში, მართვის მოწმობის ჩამორთმევა:

შს მინისტრი: „2023 წელს, წინა წელთან შედარებით, ავარიების რაოდენობა და დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა“

„ეს მანამდე იქნება, სანამდე იქნება ეს ჯარიმები და არ იქნება ჩამორთმევა მართვის უფლების განმეორებით შემთხვევაში. ვიძახით, რომ ხალხს შივა – შივა მართლა ბევრს. ჟურნალისტებმა არ გადამიკეთოთ მერე სხვა რამეში;

ხალხს ძალიან უჭირს – კი ბატონო, მაგრამ, ეს თბილისი რომ გაივსო ამ მანქანებით, წყლით დადის ეს მანქანები? თუ ვერ გავიგე.

მე ჩემი კომპანიების მაგალითზე გეტყვით – როგორც კი მუშაობას დაიწყებს ვინმე სადმე, იმ წუთში ბანკის ცნობას იღებს და გარბის მანქანის საყიდლად… გაივსო, მუშაობა აღარავის აღარ უნდა“, – განაცხადა პარლამენტის ტრიბუნიდან ავთანდილ ენუქიძემ.

მან პარკინგის პრობლემებზეც ისაუბრა და თქვა, რომ „ვისაც არ ეზარება ჩამოსულია ამ სოფლებიდან, 2-3 დღით, ნაქირავები აქვთ კორპუსებში ბინები, იმ კორპუსის წინ გავსებულია მანქანები და მთელი ქუჩა სავსეა“.

გომელაური: საქართველოში რეგისტრირებულია მილიონ 711 ათასი მანქანა, აქედან გამომდინარე იქმნება საცობი – ხან მერიას ვაბრალებთ, ხან კალაძეს

„ამასწინათ, სადაც ვცხოვრობ მე, მოხდა ხანძარი. 25 წთ მანქანა ვერ შევიდა, რომ იქ მისულიყო. ორივე მხარეს მანქანები იყო.

ერთი გასასვლელია დატოვებული, პატარა „მარჩები“ რო ჰყავთ ჩამოყვანილი, თუ სადმე ძველი მანქანები იყო, საქართველოში შემოიყვანეს და სესხები რომ აქვთ არსებული და ფსიქოზი რომ აქვთ სახლში მშივაო, როგორც კი მისცემს დახმარებას და შვილს მანქანას რომ უყიდის, აი ესეთი ხალხის „მარჩებითაა“ სავსე ის სუყველაფერი. რაღაც ზომა მიიღეთ“. – განაცხადა დეპუტატმა, ავთანდილ ენუქიძემ.

პოპულალურები