LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არავის ვეკითხები, როგორ მოვიქცე” – ცნობილია, ვინ შედის ოპოზიციიდან პირველი პარლამენტში

417
პარლამ 22

„ქართული ოცნება“ საქართველოში  არსებული პოლიტიკური კრიზისის შეფასებისას ყოველთვის აცხადებდა, რომ იმედი ჰქონდა, ოპოზიციაში ყველა რადიკალი არ იქნებოდა და გონივრული აზრი საბოლოოდ გაიმარჯვებდა.

დღეს ცნობილი გახდა, ვინ იქნება პირველი ოპოზიციონერი, ვისაც მე-10 მოწვევის პარლამენტში ვიხილავთ.

ის იქნება „პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე. მან საპარლამენტო მანდატის დატოვებაზე უარი განაცხადა და ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში შესვლას გეგმავს.

„მანდატს არ ვტოვებ, პარტიის მხარდამჭერი ვიყავი და ვიქნები, მაგრამ ბრძოლის სხვა მეთოდებს მივმართავ. როდის შევდივარ ჯერ არ ვიცი. მე არავისზე დამოკიდებული არ ვარ, არავის ვეკითხები, როგორ მოვიქცე და არც სხვას ვეუბნები, როგორც მე მინდა ისე მოიქეცი- მეთქი, – განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ.

შეგახსენებთ, ავთანდილ ენუქიძე იმ პოლიტიკოსებს მიეკუთვნება, ვინც მილიონერთა სიაშია.

მე-10 მოწვევის პარლამენტში არშესული და ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის ნაწილი ამბობდა, რომ პარლამენტში შესვლის მსურველი ბევრი იყო, თუმცა საზოგადოების ნაწილის ბულინგის ეშინოდათ. როგორც ჩანს, ისინი ამ შემთხვევაში აბსოლუტურად გულწრფელები არიან.

საკითხავია, ვინ იქნება შემდეგი?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები