LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრიდონ ინჯია: „კარგი იქნება ქართული ღირებულებების“ სახელმძღვანელო შევქმნათ, რომელსაც სკოლაში ასწავლიან“

115
ფრიდონ ინჯია

„კარგი იქნება, რომ შეიქმნას „ქართული ღირებულებების“ სახელმძღვანელო, რომელსაც სკოლაში ასწავლიან. სწორედ ამ „ქართულ ღირებულებებშია“ როგორც ოჯახის ღირებულებები, ასევე ქრისტიანობის, მამულიშვილობის და მრავალი სხვა“, – ამის შესახებ ფრაქცია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ ამბროლაურში, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა.

მმართველი გუნდი “ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვას იწყებს

ფრიდონ ინჯიას თქმით, „არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება, რომ ასეთი სახელმძღვანელო გადაითარგმნოს და „ქართული ღირებულებების“ სწავლება ევროპაში დაიწყოს“.

მისივე განცხადებით, „ევროპელი სოციალისტების“ პარტია სრულად ეთანხმება მმართველი პარტიის მიერ კონსტიტუციაში წარმოდგენილი ცვლილების პროექტს და იყო ოპოზიციონერი, არ ნიშნავს, იყო ქვეყნის წინააღმდეგი.

„ვფიქრობ, „ოჯახური ღირებულებები“ უნდა შევცვალოთ „ქართული ღირებულებებით“, ვინაიდან „ქართული ღირებულებები“ უფრო ფართო ცნებაა და იგი მოიცავს „ოჯახურ ღირებულებებსაც“, მართლმადიდებლობასა და პატივისცემას ქრისტიანობის წინაშე, სხვა ტრადიციებსაც. სწორედ „ქართულ ღირებულებებშია“ დედაენისადმი დიდი სიყვარული და პატივისცემაც“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

სუბარი: „საჭიროა, საკონსტიტუციო დონეზე გავამყაროთ ის ღირებულებები, რომლებითაც მოვსულვართ დღემდე და თუ არ დავიცავთ, ხვალ არავინ ვიცით ვინ ვიქნებით, აღარ ვიქნებით ქართველები, არ იქნება საქართველო და ვიქნებით რაღაც უფორმო ბიოლოგიური მასა“

პოპულალურები