LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგო ხვიჩია: „ვთქვათ, აღმოაჩინონ, რომ რომელიმე მშობელი ლგბტ-ია, შვილს წაართმევენ, თუ როგორ იქნება?“

123
იაგო ხვიჩია

„ვთქვათ, აღ­მო­ა­ჩი­ნონ, რომ რო­მე­ლი­მე მშო­ბე­ლი ლგბტ-ია, შვილს წა­არ­თმე­ვენ, თუ რო­გორ იქ­ნე­ბა? ბევ­რი კი­თხვა არ­სე­ბობს ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რი­თაც კო­მი­ტე­ტებ­ზე გა­ვერ­თო­ბით“, – ამის შე­სა­ხებ „გირ­ჩის“ დე­პუ­ტატ­მა, იაგო ხვიჩიამ ლგბტ პრო­პა­გან­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კა­ნონპ­რო­ექტზე საუბრისას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ლგბტ პრო­პა­გან­და „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ისე­თი­ვე საფრ­თხეს უქ­მნის, რო­გორ­საც „გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტია“, რად­გან ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვია და­ა­მარ­ცხო მტე­რი, რო­მე­ლიც არ არ­სე­ბობს.

„ლგბტ სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ლგბტ პრო­პა­გან­და „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ იგი­ვე საფრ­თხეს უქ­მნის, რა­საც „გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტია“, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვია დაძ­ლიო ისე­თი ამო­ცა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს.

და­ა­მარ­ცხო მტე­რი, რო­მე­ლიც არ არ­სე­ბობს. აბა, ეკო­ნო­მი­კურ გა­ჭირ­ვე­ბას, შიმ­შილს და ერ­თპი­როვ­ნულ მმარ­თვე­ლო­ბას ხომ არ და­ა­მარ­ცხებ? ამი­ტომ უნდა მო­ი­გო­ნო ახალ-ახა­ლი საფრ­თხე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს.

„აიკრძალება სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ოპერაციის ჩატარება… დაუშვებელი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლგბტ პროპაგანდის წარმოება“ – „ოცნებამ“ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კანონების პაკეტი დააინიცირა

„ჩვენ გვესმის სხვადასხვა საუბარი, რომ ქორწინების ალტერნატიული ფორმები იქნას შემოღებული საქართველოში, ამიტომ კანონით დაუშვებელი იქნება, რომ ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება, რომელიც საქართველოს  კანონმდებლობით ქორწინებით დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება. ანუ არ იქნება კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მე უბ­რა­ლოდ მიკ­ვირს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის მე-12 წელს რა­ტომ გახ­და რა­ღა­ცა მი­უ­ღე­ბე­ლი. პი­რო­ბი­თად, ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში რომ რამე მოხ­და, ამა­ზე რას იზა­მენ? გა­მო­ას­წო­რე­ბენ?

ვთქვათ, აღ­მო­ა­ჩი­ნონ, რომ რო­მე­ლი­მე მშო­ბე­ლი ლგბტ-ია, შვილს წა­არ­თმე­ვენ, თუ რო­გორ იქ­ნე­ბა? ბევ­რი კი­თხვა არ­სე­ბობს ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რი­თაც ჩვენ კო­მი­ტე­ტებ­ზე გა­ვერ­თო­ბით“. – გა­ნა­ცხა­და იაგო ხვი­ჩი­ამ.

„კინოთეატრებში შეზღუდვა იქნება ასაკობრივი“ – პაპუაშვილის თქმით, თეატრებსა და მხატვრულ ლიტერატურაზე რეგულაცია არ ვრცელდება

პოპულარულები