LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენუქიძე პარტიის შემომწირველია და თავის ქმედებებში თავისუფალია: ინაშვილი

147
ენუქიძე გგ

ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ მე-10 მოწვევის გარეშე მარტო არ იქნება. ოპოზიციური პარტიიდან საკანონმდებლოორგანოში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრს ავთანდილ ენუქიძეს ვიხილავთ.

“არავის ვეკითხები, როგორ მოვიქცე” – ცნობილია, ვინ შედის ოპოზიციიდან პირველი პარლამენტში

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი თანაგუნდელის  გადაწყვეტილებას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა.

ინაშვილის თქმით, პარტიის პოლიტიკური ნაწილი, სიის პირველი სამი წევრი, პარლამენტში არ შედის, ხოლო ავთანდილ ენუქიძე, სიის მეოთხე ნომერი, პარტიის შემომწირველია და ის თავის ქმედებაში თავისუფალია.

„მე, ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია, გოჩა თევდორაძე არ შევდივართ პარლამენტში, ანუ პარტიის პოლიტიკური შემადგენელი არ შედის პარლამენტში. ბატონი ავთო წლების განმავლობაში არის ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, ის არის პარტიის შემომწირველი – აფინანსებდა არჩევნებს, შესაბამისად, ის თავისუფალია თავის ქმედებებში. მინდა გესმოდეთ, რომ ჩვენ არავის ვალი გვაქვს, არც ხელისუფლების და არც რომელიმე ოპოზიციური პარტიის. ჩვენ ჩვენი სტრატეგიით ვმოქმედებთ”, – განაცხადა ინაშვილმა.

ინაშვილმა განმარტა, რომ პარტიას არ აქვს ბერკეტი, ავთანდილ ენუქიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ჩაერიოს.

ცნობისთვის, „პატრიოტთა ალიანსის“  პარტიის მე-4 ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ და განაცხადა, რომ სააკაშვილ- ბოკერიას გვერდით ქუჩაში დგომას არ აპირებს და პარლამენტში შევა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g