LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირმა ინაშვილი: „ფეხზე რომ ვდგავართ, ეს იმ სამღვდელოების, ჩვენი პატრიარქის, ეპისკოპოსების, დედებისა და მამების ლოცვის შედეგია, რომლებიც განუწყვეტლივ ავედრებენ ღმერთს ქართველ ხალხს და საქართველოს“

180
ირმა ინაშვილი

„ჩვენი დედაეკლესია და სარწმუნოებაა საქართველოს უმთავრესი ფუნდამენტი!“ – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს ეხმიანება.

„დღეს როდესაც მთელს მსოფლიოში ვხედავთ დიდ შეტევას ოჯახურ ღირებულებებზე, აუცილებელი გახდა უფრო აქტიური მხარდაჭერა ოჯახური ღირებულებების და მათი წარმოჩენა როგორც დიდი სიწმინდის“- მეუფე შიო

„ფეხზე რომ ვდგავართ, ეს იმ სამღვდელოების, ჩვენი პატრიარქის, ეპისკოპოსების, დედებისა და მამების ლოცვის შედეგია, რომლებიც განუწყვეტლივ ავედრებენ ღმერთს ქართველ ხალხსა და საქართველოს! ვიდრე ეს ლოცვა გვაძლიერებს, არ გადავშენდებით! იხარეთ, იმრავლეთ, იბედნიერეთ, თქვენს ოჯახებთან ერთად!“ – წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.

ილია მეორე: ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა, საქართველოვ, მიყვარხარ

ჩვენი დედაეკლესია და სარწმუნოებაა საქართველოს უმთავრესი ფუნდამენტი! ფეხზე რომ ვდგავართ, ეს იმ სამღვდელოების, ჩვენი…

Posted by ირმა ინაშვილი on პარასკევი, 17 მაისი, 2024

ცნობისათვის, 17 მაისს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, ქვეყანაში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის ტაძარში პარაკლისი აღევლინა, რომლის დასრულების შემდეგ სამების ტაძრის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო. დაგეგმილი მსვლელობის გამო, დღეს თბილისის გარკვეულ ქუჩებზე გადაადგილება იზღუდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g