LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშობლებმა თავისუფლების მოედანზე გაშალეს ბანერი წარწერით: „ოჯახი ფუძეა, ბავშვები – მომავალი, ერთად გადავარჩინოთ მათი სიცოცხლე!“ და დახვდნენ მსვლელობას, რომელიც ქაშვეთის ტაძართან დაიწყო

123
დიუშენით დაავადებული ბავშვები - ოჯახის სიწმინდის დღეზე - იპნ-ს ფოტო

ოჯახის სიწმინდესთან დაკავშირებით მიმდინარე მსვლელობას დიუშენით დაავადებული ბაშვები და მათი მშობლები თავისუფლების მოედანზე დახვდნენ.

პაციენტების მშობლებს ადგილზე გაშლილი ჰქონდათ დიდი ბანერი წარწერით: “ოჯახი ჩვენი ფუძეა, ბავშვები – ჩვენი მომავალი. ერთად გადავარჩინოთ მათი სიცოცხლე!”

„გთხოვთ, რომ დაგვეხმაროთ ჩვენი ბავშვების გადარჩენაში“, – მიმართა დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელმა, კახა წიქარიშვილმა სასულიერო პირებს, რომლებიც მსვლელობას მოუძღვებოდნენ წინ. სასულიერო პირებმა ისინი დალოცეს და მსვლელობა გააგრძელეს.

მშობლები და მათი მხარდამჭერები 18:00 საათზე რუსთაველის მეტროდან მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით ტრადიციულ საკვირაო მსვლელობას დაიწყებენ.

მშობლები უკვე ოცდამეშვიდე დღეა, მთავრობის სახლთან მედიკამენტის მოთხოვნით უწყვეტ აქციებს მართავენ და ღამეებს ათენებენ. ისინი სახელმწიფოსგან ქვეყანაში იმ წამლის შემოტანას ითხოვენ, რომელიც, მათივე განცხადებით, ბავშვებს მდგომარეობას შეუმსუბუქებს და კუნთების დისტროფიის პროცესს შეანელებს.

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g